საპროტესტო აქცია ფოთში

ქალაქ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი გრძელდება. შეკრებილების განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებათ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებენ და პროტესტის გაგრძელებას უკიდურესი ფორმით აანონსებენ.