აქცია ფოთში

ფოთის მცხოვრებლები ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. მოქალაქეები თევზის უსიამოვნო სუნის გამო ჩივიან. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ქალაქის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრება.