აქცია დავით გარეჯში

დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობას დღეს ადგილზე გააპროტესტებენ მოქალაქეები.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა. ორგანიზატორის, გოგიტა ბუხაიძის განცხადებით, გარეჯში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები. ვითარებას ადგილზე გაეცნობა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები.

არ არის გამორიცხული, ადგილზე მოძრაობამ ატოცის მსგავსად პატრულირება დაიწყოს.