მთავრობამ პარლამენტს ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი დაუბრუნა. რა ცვლილებები შეიტანა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2020 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გახდება ცნობილი.
„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ისინი იმედს იტოვებენ, რომ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში, ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.