ალექსანდრ ლუკაშენკო პეტერბურგში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი პეტერბურგში ჩავიდა. ალექსანდრ ლუკაშენკოს პუტინთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის და ბელარუსის ლიდერები შეხვედრაზე უსაფრთხოების, საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სამოკავშირეო პროგრამების განხორციელებას განიხილავენ. განსახილველ საკითხთა შორის იქნება სასანქციო ზეწოლისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის გზები.