მოსკოვის ოლქში, კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალქესანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ავტომობილში ააფეთქეს.
გამოძიება მკვლელობის მუხლითაა დაწყებული. ერთ-ერთი პირველი ვინც მომხდარს გამოეხმაურა, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერი იყო, რომლმაც უკრაინელები დაადანაშაულა. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ კიევში.
ალექსანდრ დუგინი ვლადიმერ პუტინის კარგი მოკავშირეა, ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის ომს და მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური შეხედულებები აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სამიზნე სწორედ ის იყო.