საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიარაღებაში ახალი ესპანური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. კრწანისის სასროლეთზე საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ესპანური კომპანიის მიერ წარმოებული საბრძოლო და სასწავლო დანიშნულების პროდუქცია დაათვალიერეს და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სადემონსტრაციო სროლების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პირადად გამოცადა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა.