თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციების ბაზაზე იმყოფებოდა

18:38, 06.06.2024

თავდაცვის მინისტრმა მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის და მახათას მთაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფები მოინახულა.

ირაკლი ჩიქოვანმა მუხროვანში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მუხროვანის ბაზაზე მინისტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნიმუშებსაც გაეცნო. ადგილზე გამოფენილი იყო თავისუფალი ვარდნისა და სტატიკური ხაზით ხტომის საპარაშუტო, ასევე სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების აღჭურვილობა. მინისტრმა მუხროვანის ბაზის შემდეგ მახათას მთაზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

მსგავსი