პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

გერმანიაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოს განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორია და გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ასეც გაგრძელდება, ამის დასტური იყო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე.