ადგილობრივ ბაზარზე ყურძნისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციის პირობები მკაცრდება.
იანვრიდან მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების და ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატის აღების ვალდებულება დაეკისრებათ.
სავალდებულო სერტიფიცირებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. მწარმოებლებს და სფეროში მოქმედ ასოციაციებს ღვინის სააგენტოს მიმართ კითხვები აქვთ.