კულტურის სამინისტროს განცხადება

ოსტატების რეესტრში დასარეგისტრირებლად განცხადებების მიღება გრძელდება კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შესაძლებლობა აქვთ 15 ივნისამდე მიმართონ სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ელექტრონული ფოსტით ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე:  2-022-229. გასაუბრების შედეგად, კომისია გასცემს კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას, ან მიუთითებს კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს თავად სამინისტრო ჩაატარებს. 2022 წლის პირველი მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება მხოლოდ იმ სპეციალისტებს ექნებათ, რომლებიც სერტიფიკატს აიღებენ.

მოამბე