სექსუალური შევიწროების პრევენცია

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მთავარ პროკურატურაში პროკურორებსა და გამომძიებლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ევროპის საბჭოს დისტანციური სწავლება “ჰელფ“-ის პლატფორმის გამოყენებით, 42-მა პროკურორმა და გამომძიებელმა სამთვიანი სასწავლო კურსი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გაიარა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გადასცეს.