ჯანმრთელობისთვის საშიში პლასტმასი

პლასტმასის ბოთლები საქართველოში ერთჯერადად იშვიათად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვაზე დატანილი წარწერა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ პროდუქცია მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისაა, ხშირ შემთხვევაში მათი მრავალჯერადი გამოყენება ხდება. ამის ნათელი მაგალითი გასაყიდად დახლებზე გამოტანილი რძის ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელია, რომლის პლასტმასის ბოთლში ჩასხმა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია.

ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ავალდებულებს, რომ 2019 წლიდან პლასტმასის ბოთლების მეორადი გამოყენება მაქსიმალურად შეზღუდოს.

შესაბამისი რეგულაციების ამოქმედებამდე, მარიამ აფციაური გაგაცნობთ საფრთხეებს, რომლებსაც პლასტმასის ბოთლი თქვენს ჯანმრთელობას უქმნის.