სერთიფიკატების გადაცემა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა GMP ინსპექტორებს სერტიფიკატები გადასცა.

სამეტაპიანი სწავლების შემდეგ გამოვლინდა 5 პირი, რომლებიც პროგრამის ნაციონალური ინსპექტორები გახდნენ. მათ 2019 წლის 1 ივლისიდან ექნებათ უფლებამოსილება, შეამოწმონ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება, გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები და მიანიჭონ GMP ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სამინისტროს მიერ, კონკურსით შერჩეულმა კანდიდატებმა გადამზადების კურსი დანიაში, კომპანია „ფარმაკონში“ გაიარეს.

დატოვე კომენტარი