„ჩვენი ქართული ენა“ – პირველი არხის ახალი პროექტი
საქართველოს პირველი არხის ახალ პროექტში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო – „ჩვენი ქართული ენა“, პროექტის მიზანი, ქართული ენის პოპულარიზაციაა. დაგეგმილია არაერთი აქტივობა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, მათ შორის ონლაინოლიმპიადების ჩატარება. ცალკე აქტივობები, საინტერესო ვიქტორინები და წამახალისებელი პრიზები იქნება პროექტის ფეისბუქგვერდზეც.