ზაფხულის სეზონისთვის ქობულეთში ახალი ბულვარი მოეწყობა და ნაპირდაცვის სამუშაოები დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კილომეტრ-ნახევრამდე სანაპირო ზოლის აღდგენას და ბულვარის ქვაფენილით მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.
ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის ფართობი და შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება.