ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ოპერატორსა და მის ასისტენტზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით ველიჯანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ველიჯანაშვილს ბრალად ედება მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დევნა. ის 18 მარტს დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.