აღკვეთის ღონისძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაკავებულმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ საქმეში მხოლოდ შუამავლები იყვნენ. დანაშაულის განმეორების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეების გამო, სხდომაზე პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ კი სხდომაზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, გამოძიების ვერსიით, საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა მიმდინარე წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 ამერიკული დოლარი.