დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დაკავებულ ნიგერიის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგონა, გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. ასევე გამოძიების მიხედვით, დაკავებული დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, დაზარალებულის თანხმობის გარეშე, ფარულად ახორციელებდა ვიდეოჩაწერას. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში, კი ბრალდებულმა შურისძიების მიზნით, ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.