სასამართლო პროცესი

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რუსთავის საქალაქო სასამართლო საქმეზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, ჯამში, ორ პირს წარუდგინა ბრალდება.