ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი

 საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი იწყება. საქმე ეხება ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინებას, რის გამოც საჰაერო ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა სხდომაზე პატიმრობას მოითხოვს. თავად ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. რა შუამდგომლობას დააყენებს დაცვის მხარე?

საქმის დეტალებზე პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან გენო ოსიყმაშვილი ისაუბრებს.