ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობა უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.