სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი

ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს.

სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით გატარებული რეფორმებისა და მიღწევების თაობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრებმა პირველ სესიაზე. სამართლებრივი ფორუმი არის პლატფორმა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საადვოკატო სფეროს, საარბიტრაჟო ინსტიტუტების და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვისთვის.

ფორუმი ორი დღე გაგრძელდება.