ვაკის პარკში მხოლოდ ზეიმი არ ყოფილა. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს” ლიდერის და მისი თანამოაზრეების გამოჩენას ინციდენტი და დაპირისპირება მოყვა.
ვალერი კვარაცხელია და მისი მოძრაობის წევრები ვაკის პარკში საბჭოთა სიმბოლიკით მივიდნენ. იმის მიუხედავად, რომ თავისუფლების ქარტია მსგავსი სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს, საბჭოთა კავშირის დროშები და ე.წ. გეორგიევსკის ლენტები გამოჩნდა გორში და ბათუმშიც.
გორის ცენტრში დღეს დროებით სტალინის ბიუსტიც დააბრუნეს.