9 მაისი - ხმაურიანი აქციები

9 მაისის აღნიშვნას ინციდენტების გარეშე არც წელს ჩაუვლია. ვაკის პარკში დღეს ერთმანეთის პარალელურად ორი სხვადასხვა აქცია მოეწყო.

სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ადგილზე რუსეთში დაფუძნებული მოძრაობის ქართული ანალოგის, „საქართველოს უკვდავი პოლკის“ წევრები საბჭოთა სიმბოლიკით გამოჩნდნენ. ისმოდა პრორუსული განცხადებებიც.

მეორე აქციის მონაწილეები მათ სირცხვილის დერეფნით დახვდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების დროს ხუთი ადამიანი დააკავეს. „უკვდავი პოლკის“ წევრების მსვლელობას ხმაური მოჰყვა გორში და ბათუმშიც.