გორში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

დღე 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

გორში ომის ვეტერანებმა დღეს საჩუქრები მიიღეს. „კომუნისტური პარტიის“ წევრები კი ტრადიციულად, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში საბჭოთა დროშებით შეიკრიბნენ, პარალელურად, სახლ-მუზეუმთან „რუსეთი ოკუპანტია” წარწერით მოქალაქეებმა სტიკერები დაარიგეს.

ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა სტალინის ბიუსტი დადგეს.