ბათუმში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ბათუმშიც.

ამ წუთებში გმირთა ხეივანში ოფიციალური ცერემონია – ვეტერანებთან შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე კი, 9 მაისის აღნიშვნა ევროპის მოედანზე მსვლელობით დაიწყეს საქართველოში მცხოვრებ სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებმა.

აქციას ხმაური მოყვა, რადგან მონაწილეთა ნაწილი აქციაზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით გამოჩნდა.