კახა კალაძე – საქართველომ მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში

09:57, 09.05.2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდა. მან ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„მინდა, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ, ამ ადამიანებმა მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში და 9 მაისი იქცა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, თბილისის მერია, ისევე როგორც ყოველ წელს, წელსაც განაგრძობს ომის ვეტერანების დახმარებას.

მსგავსი