ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ბათუმშიც.
ამ წუთებში გმირთა ხეივანში ოფიციალური ცერემონია – ვეტერანებთან შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე კი, 9 მაისის აღნიშვნა ევროპის მოედანზე მსვლელობით დაიწყეს საქართველოში მცხოვრებ სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებმა.
აქციას ხმაური მოყვა, რადგან მონაწილეთა ნაწილი აქციაზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით გამოჩნდა.