ახალი იუსტიციის სახლი ბათუმში

12:18, 08.07.2024

ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნა – ეს ქვეყნის მასშტაბით რიგით 120-ე ფილიალია. დასაქმდა 40-ზე მეტი ადგილობრივი. მომხმარებელს 500-მდე სერვისის მიღება უკვე ახალ ფილიალშიც შეეძლება, რაც ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.

რამდენიმე კვირაში იუსტიციის სახლის კიდევ ერთი − 121-ე ფილიალი ქალაქ ხაშურშიც გაიხსნება. მიმდინარე წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება. იუსტიციის სახლის ფილიალების სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს: ჭალაში, ზოტში, ტოლებში, ცაიშში, შროშაში, თბილისში (გლდანი), თერჯოლაში, ახმეტაში, ხელვაჩაურსა და საგარეჯოში.

მსგავსი