გურჯაანში ჯარისკაცის მამის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს
გურჯაანში ჯარისკაცის მამის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს

გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯარისკაცის მამის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს. დიდების მემორიალთან ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მეორე მსოფლიო ომის 10 ვეტერანს ფულადი ჯილდო გადაეცა.

ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით დიდების მემორიალთან საზეიმო კონცერტი გაიმართა.