აქცია პარლამენტთან

„9 მაისი – რუსეთის სირცხვილის დღე“, – ამ სახელწოდებით, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები ომიდან ჩამოსული უკრაინელების, ორგანიზაცია „სვიტანოკის“, „დროასა“ და „დემოკრატიის მცველების“ ორგანიზებით შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, აქცია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე.