რუსთავში 9 მაისი აღნიშნეს

9 მაისი აღნიშნეს რუსთავში.

დიდების ხეივანში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიულოცეს.

ღონისძიებას მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები დაესწრნენ.