საბჭოთა ჰიმნი პარლამენტში

პარლამენტში მოწყობილი გუშინდელი პერფორმანსი მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება.

პრეზიდენტი იდეის ავტორებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და მათ 2011 წელს მიღებულ თავისუფლების ქარტიას ახსენებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს. მათ შორის საბჭოთა ჰიმნისაც, რომელიც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა გუშინ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის დროს ჩართეს. მათივე განმარტებით, ამ ფორმით საზოგადოებას „ქართული ოცნების“ სახე აჩვენეს. ამიტომ, მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ოპოზიცია ფაქტს ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად არ მიიჩნევს.

გუშინდელი პერფორმანსი კიდევ ერთი მიზეზი გახდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ერთმანეთისთვის წარსული შეეხსენებინათ.