პუტინის ტრადიციული აღლუმი

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად ტრადიციული აღლუმი გაიმართა. წითელ მოედანზე შეკრებილ სამხედროებსა და მაღალჩინოსნებს რუსეთის პრეზიდენტმა მიმართა. ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი უკრაინაზე გააკეთა და მიმდინარე ომს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა. მისი თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში დონბასელი ხალხისთვის იბრძვიან. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს არცერთი უცხოელი სტუმარი არ დასწრებია.