7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება
დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. ამის მიზეზი საახალწლო ღონისძიებები და სამზადისთან დაკავშირებული სამუშაოებია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.