51-ე სკოლასთან მოქალაქეები დაღუპული მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ
51-ე სკოლასთან დილიდან მიდიან მოქალაქეები და დაღუპული მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
პარალელურად, სკოლაში იმყოფებიან განათლების სამინიტროს მიერ გამოგზავნილი ფსიქოლოგები. სპეციალისტების სასწავლო დაწესებულებაში გაგზავნის გადაწყვეტილება გუშინ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.
გადაწყდა, რომ დანაშაულის პრევენციის მიმართულებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
მარიამ სეთურიძე იმყოფება 51-ე სკოლასთან.