შეხვედრა განათლების სამინისტროში

სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ბავშვთა უფლებების დაცვა – ამ საკითხებზე დღეს განათლების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილეებმა ფსიქოლოგებსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეკომენდაციები მოისმინეს, სპეციალისტები სკოლებში ფსიქოლოგების როლის გაზრდასა და სოციალური მუშაკების ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებენ. 

სწორედ ამ და სხვა რეკომენდაციების საფუძველზე აპირებს უწყება სისტემური რეფორმის გატარებას, რათა ბავშვთა უფლებები და მათი უსაფრთხოება სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული. სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდეგ, განათლების სამინისტრო მას პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. უწყებას საკუთარი კონკრეტული ხედვის წარმოდგენა თავად გიორგი გახარიამ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ დაავალა. ამისთვის პრემიერ-მინისტრმა განათლების სამინისტროს ერთკვირიანი ვადა მისცა.

 

დატოვე კომენტარი