ვითარება ნინოწმინდის ბავშთა სახლში

ვნებათაღელვა არ ცხრება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე დაწესებულებიდან უკვე 20 არასრულწლოვანია გაყვანილი. სახალხო დამცველი დღეს პირველად ასახელებს დასჯის იმ მეთოდებს, რომლებსაც, მისი თქმით, მცირეწლოვანი აღსაზრდელების მისამართით იყენებდნენ. ომბუდსმენი ეჭვობს, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტების გარდა, პანსიონში შესაძლოა სახელმწიფოს გვერდის ავლით სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც იყვნენ ჩარიცხულები. თავის მხრივ საპატრიარქო ნინო ლომჯარიასგან ოფიციალურ მიმართვას ელოდება და მზად არის, მონიტორინგის ჩატარებაში დაეხმაროს. პარალელურად მართლმადიდებელი ეკლესია სახალხო დამცველისგან დანაშაულის შემცველი ფაქტების წარდგენას ითხოვს. დღეს „მოამბემ“ ის არასრულწლოვნები ჩაწერა, რომლებმაც ბავშვთა პანსიონი გუშინ დატოვეს.