განათლების სამინისტროში ბავშვთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე მსჯელობენ

ბავშვთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე მსჯელობენ განათლების სამინისტროში. შეხვედრას, რომელიც უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ფსიქოლოგები, ასევე თემაზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზების წევრები ესწრებიან.

უწყებას ერთკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, სისტემური რეფორმების გასატარებლად, საკუთარი ხედვა წარმოადგინოს. სპეციალისტები ფსიქოლოგების როლის გაზრდასა და სოციალური მუშაკების ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

მარიამ სეთურიძე ისაუბრებს, გაიცა თუ არა დღეს კონკრეტული რეკომენდაციები.