ყვავილები და სანთლები 51-ე სკოლასთან - ფოტოამბავი
ყვავილები და სანთლები 51-ე სკოლასთან - ფოტოამბავი

თბილისში, 51-ე საჯარო სკოლასთან დაღუპულ მოსწავლეებს პატივს მიაგებენ.

სკოლასთან მოსწავლეების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობას და სახელმწიფოს მოუწოდებენ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაული, რომელსაც ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული.

მათი თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდა.

თბილისის პროკურატურამ ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.