42° პარალელი - ერევანი-ხავერდოვანი რევოლუცია თუ ეროვნული პროტესტის თავისებურებანი / დასავლეთის პასუხი ასადის რეჟიმს / "თეთრი ჩაფხუტები" და შეთქმულების თეორია / იემენის კონფლიქტი - ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი / რა ინფორმაციას ფლობს და როგორ იყენებს მას ფეისბუკი
  • ერევანი-ხავერდოვანი რევოლუცია თუ ეროვნული პროტესტის თავისებურებანი – აპრილის მეორე ნახევარში ერევანში შიდაპოლიტიკური სიტუაცია გამოცოცხლდა, რის მიზეზადაც ეროვნულ ყრილობაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დამტკიცება იქცა. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პრემიერ-მინისტრი სომხეთის საკვანძო პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა. თუმცა საკონსტიტუციო რეფორმის დასასრული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების პარალელურად განხორციელდა, რომელშიც ძირითადად სტუდენტები მონაწილეობენ. ოპოზიცია სარგსიანის გადადგომას მოითხოვს, რომელმაც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისშივე განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას არ დაიკავებდა. რეზი ქოიავა სიუჟეტში სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკის შიდაპოლიტიკურ დინამიკაზე, მოსახლეობის საპროტესტო განწყობების მიზეზებზე და მოქმედი ხელისუფლებისთვის მის კრიტიკულობაზე მოგითხრობთ.
  • დასავლეთის პასუხი ასადის რეჟიმს – დასავლური სამყაროსთვის სირიის დაბომბვა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, რომელსაც მას საკუთარი მორალური ღირებულებები აიძულებდნენ. მაგრამ რეალურად სამხედრო სანქცია იმ ბოლოდროინდელი აგრესიული ანტირუსული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთში სკრიპალის საქმიდან დაიწყო, დიპლომატების მასობრივი გამოძევებით და რუს ოლიგარქებზე უმკაცრესი სანქციების დაწესებით გაგრძელდა. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • “თეთრი ჩაფხუტები” და შეთქმულების თეორია – ვინ არიან თეთრ ჩაფხუტიანები, რომლებიც ბოლო წლებში შეთქმულების თეორიის ეპიცენტრში მოხვდნენ? სირიაში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ჰუმანიტარულ მისიასთან დაკავშირებით კითხვები იზრდება. თეთრ ჩაფხუტიანების შესახებ გავრცელებული შეთქმულების თეორიის ავტორი შესაძლოა, რუსული პროპაგანდის მანქანა და ე.წ. ტროლების ქარხანა იყოს. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
  • იემენის კონფლიქტი – ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი – მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ვერ ახერხებს. სამხედრო კონფლიქტის გამო იემენში მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. 22 მილიონი ადამიანი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. 4 წლიანი ომის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპულიგივი ბარამიძის სიუჟეტი
  • რა ინფორმაციას ფლობს და როგორ იყენებს მას ფეისბუკი – გიორგი გვიმრაძე პირველი არხის ჟურნალისტებს და რედაქტორებს ფეისბუკის მიერ ინფორმაციის მოპოვების, დახარისხებისა და გამოყენების შესახებ ესაუბრა. რა არის ფეისბუკი, მხოლოდ სოციალური ქსელი და კომუნიკაციის პლატფორმა, ბიზნეს მოდელი?