26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირების გენერალური რეპეტიცია

26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირების გენერალური რეპეტიცია გაიმართა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.

იდეის ორგანიზატორები 100 წლის წინ მომხდარი მოვლენის გაცოცხლებას შეეცდებიან.

დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირებას, 26 მაისს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

წარმოდგენის ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეეძლება.