დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“ ფარგლებში, მათ გააპროტესტეს მხოლოდ საქართველოს დროშაზე აქცენტირება და განაცხადეს, რომ ევროკავშირის დროშის არ გამოყენება ხაზს უსვამს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას.