აქცია რუსთაველის გამზირზე დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია. პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ისინი ცენტრალურ გამზირზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი პარლამენტთან აღმართული რკინის ჯვრის აღების მოთხოვნით შეკრებას აპირებდა. დღევანდელი აქციის მიზანი სწორედ რკინის ჯვრის დაცვა იყო.