იუსტიციის სამინისტროსთან აქცია ლოზუნგით, „მიშასთვის“ იმართება.
სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრის განცხადებას აპროტესტებენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციაზე იმყოფება პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, ის შენობაში არ შეუშვეს.