აქცია პარლამენტთან

ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე აქცია იწყება. პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გეგმავენ შეკრებას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ პროტესტს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო.

თამარ წიკლაური იმყოფება პარლამენტთან და იქ არსებული სიტუაციის შესახებ ახლა ის ისაუბრებს.