ოპოზიციის აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრშია.

„არა რუსეთს“ – ამ ლოზუნგით პარლამენტის წინ აქცია მესამე საათია, მიმდინარეობს. ცალკეული ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას და მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისის შესრულებას აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილები ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ შეწყვეტილი ფრენების განახლებას ევროინტეგრაციის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ და ხელისუფლებას რეისების შესრულებაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.