სამოქალაქო მოძრაობა „20 ივნისის“ დაფუძნება

სამოქალაქო აქტივისტებმა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში მოძრაობა „20 ივნისის“ პრეზენტაცია გამართეს.

მოძრაობის დამფუძნებლებმა და წევრებმა შეკრებილებს სამომავლო გეგმები და სტრატეგია გააცნეს. ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი ქვეყნის დეოკუპაცია და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ხელშეწყობაა.