23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის დღედ გამოცხადა.
აფხაზეთობა 2014 წლიდან აღინიშნება.
აფხაზეთობის აღნიშვნა წელს 21 მაისიდან დაიწყო.
ეროვნულ არქივში გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით, „აქ ჩვენ ერთად ვართ“.
ასევე, აფხაზეთის თემაზე მოეწყო კონფერენცია.
დღეს კი, სიონის ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილთა და განსახლების მინისტრი დაესწრნენ.